top of page
Search

ახალი მიდგომები სწავლებაში

თანამედროვე სწავლება მოიცავს უამრავ კომპონენტს და მისი განუყოფელი ნაწილია სახელძღვანელო შესატყვისი ონლაინ კომპონენტებით.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ შესატყვისი ონლაინ მასალის გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი სწავლება.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმების გამოყენება ყოველდღიურად იზრდება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, I კლასიდან XII კლასის ჩათვლით. ეს უფრო მეტად ზრდის მასწავლებლის როლს საკლასო ოთახში, რაც ფუნდამენტია თანამედროვე სწავლებაში.

NAVIO for Young Learners:

NAVIO-ს პლათფომრა სწავლების პროცესს ხდის უფრო სახალისოს და I კლასის მოსწავლეებს რთავს უამრავ აქტივობაში, რაც ეხმარება მათ ინგლისური ენის კომპეტენციის ამაღლებაში.

მასწავლებლისთვის:

ყველაფერი ერთ სივრცეში: მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი/რვეული, დამატებითი აქტივობები, ფლეშქარდები, მოსასმენი, ვიდეობი, დამატებითი სასწავლო თამაშები, ტესტების გენერატორი, გაკვეთილის მზა გეგმები, მასწავლებლისთვის გამზადებული პრეზენტაციები.

მოსწავლისთვის:

მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, პლატფორმა, სადაც მშობელი თვალს ადევნებს მისი ინგლისური ენის კომპეტენციის განვითარებას. უნარ-ჩვევები, როგორიცაა: მოსმენის უნარის განვითარება, კითხვის უნარის განვითარება, წერის უნარის განვითარება, საუბრის უნარის განვითარება, კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა, ონლაინ რვეული და ჩატვირთული სასწავლო თამაში, რომელიც მოსწავლეს დამატებით მოტივაციას აძლევს სასწავლო პროცესის დროს.

მშობლისთვის:

ყოველდღიურად იზრდება მშობლის როლი სასწავლო პროცესში. NAVIO-ს პლატფორმა სრულად აკავშირებს სკოლას სახლთან. აღნიშნული პლატფორმის საშუალებით მშობელმა იცის შვილის ნიშანი, შეფასება ან როგორ შეასრულა მან დავალება.

ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია I-VI კლასის თანამედროვე სახელძღვანელოებში, როგორიცაა Give Me Five და Global Stage. დანერგე თანამედროვე სწავლება სკოლაში!

Comments


bottom of page