top of page
Search

გრამატიკის სწავლების 5 ძირითადი პრინციპი


გრამატიკის შესწავლა ხშირად დიდ გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის, გამონაკლისი არც ზრდასრული სტუდენტები არიან. გრამატიკული წესებისა და გამონაკლისების სიმრავლე ყველაზე ხშირად სწორედ მათ აბნევთ, რადგან ზრდასრული მოსწავლეების მთავარი მიზანია, დაეუფლონ ენას მოკლე დროში მარტივი ხერხებით.

ქვემოთ მოცემული 5 პრაქტიკული რჩევა გრამატიკის სწავლების პროცესს გაგიმარტივებთ, მოსწავლეებს კი დაეხმარება აქამდე მათთვის რთული საკითხების მარტივად ათვისებაში.

  • ასწავლეთ გრამატიკა კონტექსტთან ერთად


გრამატიკული წესების დამახსოვრება, შემდეგ კი პრაქტიკაში გამოყენება, წარმოუდგენელია კონტექსტის გარეშე. მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია ახსნილი გრამატიკული საკითხი კონტექსტში იხილონ, რათა უკეთ გაიაზრონ მისი მნიშვნელობა და დაიმახსოვრონ სტრუქტურა. ამ გზით ისინი ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ წერისა და მეტყველების დროს გრამატიკული წესების სწორ გამოყენებას. გრამატიკული თემების სწავლების ასეთ მეთოდს შეხვდებით სახელმძღვანელოში Open Mind, სადაც ახალი გრამატიკული თემები მოცემულია დიალოგებში, შემეცნებით ტექსტებსა თუ მოსასმენ სავარჯიშოებში. მოსწავლეები ნათლად ხედავენ გრამატიკულ სტრუქტურას და თავად ხვდებიან წესებს მასწავლებლის მინიშნების გარეშე. ეს მათ ეხმარებათ ბევრად უფრო ეფექტურად დაიმახსოვრონ წესები და ამავდროულად გახდნენ უფრო დამოუკიდებელი მსწავლელები.


  • გამოიყენეთ ინტეგრირებული დავალებები


იმისათვის რომ მოსწავლეებს გრამატიკული საკითხის პრაქტიკაში გამოყენება გაუადვილდეთ, მნიშვნელოვანია გრამატიკა არა ცალკე, არამედ სხვა უნარებთან ერთად აითვისონ. მაგალითად, თუ მოსწავლე მოსმენის სავარჯიშოში Present Simple tense-ის გამოყენებას გაეცნობა, იგი მოსმენის უნარებსაც გაიუმჯობესებს და გრამატიკული დროც უკეთ დაამახსოვრდება, ვინაიდან ეს სტრუქტურა არა ცალკე, არამედ კონტექსტში იქნება მოცემული. გრამატიკული საკითხების ინტეგრირება შესაძლებელია კითხვის, წერის და გამოთქმების სწავლებისასაც. ზრდასრული მოსწავლეები შეძლებენ რამდენიმე უნარის ერთდროულად გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ენის სრულფასოვან ათვისებაში. გრამატიკისა და სხვა უანრების ინტეგრირებული სავარჯიშოები მოცემულია ზრდასრულებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში Language Hub. თითოეული სავარჯიშო გრამატიკასთან ერთად რამდენიმე უნარის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ეხმარება ენის სწრაფად დაუფლებაში.


  • შეასწავლეთ წესი მაგალითზე დაყრდნობით


თანამედროვე სწავლებაში ინდუქციური მეთოდის გამოყენება გრამატიკის სწავლების ეფექტურ მიდგომად ითვლება. ამ მეთოდს შეხვდებით National Geographic Learning-ის სახელმძღვანელოში Life. სახელმძღვანელოში მოცემული გრამატიკული თემა მოიცავს მაგალითებს, რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლე თავად უნდა მიხვდეს წესს. ასეთ დროს, ისინი ბევრად უფრო ეფექტურად იმახსოვრებენ გრამატიკულ სტრუქტურას, რადგან წესი მათი აღმოჩენილია და არა მასწავლებლისგან მოსმენილი. მსგავსი ტიპის სავარჯიშოები თითქმის ყველა გრამატიკულ თემას მოიცავს და ზრდსრული მოსწავლეებისთვის ეფექტურ დამხმარე მასალას წარმოადგენს.


  • პრეზენტაცია-პრაქტიკა-პროდუქტი

პრეზენტაცია-პრაქტიკა-პროდუქტი ცნობილი, როგორც PPP (Presentation, practice and production), ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდია გრამატიკის სწავლებისას. ამ მეთოდის გამოყენებისას მასწავლებელი, პირველ რიგში, წარადგენს სამიზნე გრამატიკულ თემას და ხსნის მის შესაბამის წესებს. შემდეგ იგი მოსწავლეებს აძლევს სავარჯიშოს და ინტენსიურად აკონტროლებს, რამდენად სწორ ფორმებს იყენებენ მოსწავლეები სავარჯიშოში. საბოლოო დავალება კი შედარებით თავისუფალია: მოსწავლეებს ევალებათ თავად შექმნან პროდუქტი, საკუთარი სურვილის შესაბამისად, შეადგინონ წინადადებები და გამოიყენონ ახსნილი გრამატიკული სტრუქტურები. მაგალითად, თუ მასწავლებელი ზედსართავი სახელების ხარისხებს ახსნის, შემდეგი ნაბიჯი სავარჯიშო იქნება, სადაც მოცემულ ზედსართავებს სწორ ფორმაში ჩასვამენ, საბოლოოდ კი, მოსწავლეები შეასრულებენ დავალებას, რომელშიც უნდა დაწერონ წინადადებები და შეადარონ ფილმის პერსონაჟები ზედსართავი სახელების ხარისხის გამოყენებით.


  • წარადგინეთ გრამატიკული თემები ვიზუალური მასალის დახმარებით


გრამატიკული საკითხების ახსნას ბევრად ამარტივებს ვიზუალური დამხმარე მასალები, რადგან მოსწავლე ნათლად ხედავს სტრუქტურას და დამახსოვრებაც უადვილდება. ვიზუალურად წარმოდგენილი წესები და მაგალითები მოსწავლისთვის ნათელს ხდის გრამატიკული საკითხის შინაარსსა და გამოყენების მნიშვნელობას.

მასგავსი ტიპის დავალებები, რომლებიც სახელძღვანელო Language Hub-შია წარმოდგენილი განსაკუთრებით ვიზუალური მეხსიერების მქონე მოსწავლეებს გაუმარტივებს გრამატიკული სტრუქტურების დამახსოვრებას დიდი ძალისხმევის გარეშე. ამასთან ერთად, ცხრილის სახით თავმოყრილი წესები, მაგალითებთან ერთად, მოსწავლეს დაეხმარება დამოუკიდებლად გაიმეოროს განვლილი მასალა, მასწავლებლის დახმარების გარეშე.



Commenti


bottom of page