top of page
Search

თამაშის როლი ინგლისური ენის სწავლებისას

თამაში ინგლისური ენის სწავლების ერთ-ერთი სახალისო გზაა, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. თამაშის დროს მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში და სახალისო გზით სწავლობენ უცხო ენას.

თანამედროვე სახელმძღვანელოები სრულად არის მორგებული თამაშის მეთოდებზე, რაც სწავლების პროცესს საინტერესოს, სასურველსა და შედეგიანს ხდის.

რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში ინგლისური ენის სწავლებისას:


  1. პირველ რიგში, თამაშის გამოყენება საკლასო გარემოში მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ მოსმენის უნარი. მასწავლებელი, რასაკვირველია, თამაშის პირობებსა და ინსტრუქციას მოსწავლეებს აძლევს ინგლისურად, იმისათვის, რომ გახდე თამაშის გამარჯვებული, საჭიროა იყო ყურადღებით, მოუსმინო მასწავლებელს და ზუსტად იცოდე თამაშის პირობები. Give me Five-ში შესული საკლასო თამაშები, სიმღერები თუ მრავალფეროვანი ისტორიები ავითარებს მოსმენისა და საუბრის უნარს, ასევე კომუნიკაციასა და გუნდურობას.


  1. გარდა მოსმენის უნარისა, აუცილებელი მოთხოვნა თამაშის დროს არის ის, რომ ერთი გუნდის მონაწილეები ერთმანეთთან საუბრობდნენ ინგლისურად, ეს კი, რა თქმა უნდა, დაეხმარებათ მათ გაიუმჯობესონ საუბრის უნარი და ერთმანეთთან კომუნიკაცია დაამყარონ ინგლისურ ენაზე. აუცილებელია მასწავლებელი აკვირდებოდეს მოსწავლეების სამუშაო პროცესს, რათა დარწმუნდეს რომ ისინი მშობლიური ენის ნაცვლად, ინგლისურად საუბრობენ. Global Stage-ში შესული სპეციალური აქტივობები თუ თამაშები მოსწავლეს საშუალებას აძლევს სწორად და გამართულად იმეტყველოს ინგლისურ ენაზე.

  2. თამაში ინგლისური ენის სწავლების პროცესს უფრო მეტად სახალისოს და საინტერესოს ხდის. მოსწავლეები გაუცნობიერებლად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უეფლებიან უცხო ენას.


  1. თამაშების უმეტესობა მოითხოვს პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებსა და დაგეგმვას. თამაშში მთელი რიგი სტრატეგიების გამოყენებით მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი მეხსიერება პრობლემების გადასაჭრელად. ამ მხრივ, საკმაოდ მრავალფეროვანია National Geographic Learnig-ის სახელმძღვანელო Look, რომელშიც შესულია თამაშები კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის.

  2. თამაში ზრდის მოსწავლეების მოტივაციას, მათ უჩნდებათ ინგლისურის სწავლების ინტერესი და ეს პროცესი ხდება მათთვის საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე. თამაში მოსწავლეებს აჩვევს გუნდურ მუშაობას, ისინი არამხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, არამედ გუნდზე, რომელმაც წარმატება უნდა მოიპოვოს თამაშის დროს.

Give me Five და Global Stage არის სპეციალურად დაწყებითი საფეხურისთვის შექმნილი კურსი, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ, ბავშვებისთვის საინტერესო, თამაშს. თამაშები მორგებულია სხვადასხვა თემატიკას და მიზნად ისახავს მოსწავლეების კოგნიტური განვითარებისათვის ხელშეწყობას. თითოეული თამაში მოსწავლის ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი და ავითარებს ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, გუნდური მუშაობა და სხვა.

コメント


bottom of page