დაგვეთანხმებით ბოლო პერიოდში მოგზაურობა ყველას ძალიან მოგვენატრა. მიმართულების შერჩევა, ჩემოდნის ჩალაგება და თავგადასავლის დაწყება. ეს ის შეგრძნებებია, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.
რას იტყვით იაპონიაში მოგზაურობაზე?
ჩაი და ბრინჯის კულტურა, კიმონო, საბრძოლო ხელოვნება, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურა – ასეთია ამომავალი მზის ქვეყანა.
რადგან ამჟამად მოგზაურობას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, მოდით დავიწყოთ ლიტერატურული მოგზაურობა, კონკრეტული ავტორისა და წიგნის ისტორიებით.
როგორც ამბობენ, თითოეული წიგნი ცალკეული თავგადასავალია, თავისი შინაარსით და უნიკალური ისტორიით. თუკი ერთხელ მაინც იაპონელი მწერლის წიგნი წაგიკითხავთ, ალბათ გიფიქრიათ, რომ პერსონაჟის განცდებს მთელი ემოციით აღიქვამთ. იაპონელი მწერლების მიერ გადმოცემული ამბავი მეტად შთამბეჭდავი და დიდი ზეგავლენის მატარებელია. ხშირად გვხვდება სიმბოლიკები, ისტორიული მომენტები, ქვეყნის კულტურისათვის დამახასიათებელი შტრიხები და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია დასავლური კულტურის გავლენა.
აღსანიშნავია, რომ იაპონურ ლიტერატურას მრავალსაკუნოვანი ისტორია აქვს და ერთდროულად სამი ნობელის პრემიის ლაურეატ ავტორს აერთიანებს.
მათი პოპ კულტურის ნაწილია პოეზია, ანიმე და მანგაც, რომელშიც გადმოცემულია იაპონური ისტორია, სამურაების პერიოდი ან თუნდაც ღმერთების შესახებ სხვადასხვა მითები.
მათ ლიტერატურულ სიღრმეს და სივრცეს საზღვრები არ აქვს.სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურის, ეროვნების, სქესის და რასის მკითხველი უპირობოდ ირჩევს წიგნით იაპონიაში მოგზაურობას.
დასაწყისისთვის აირჩიეთ ავტორი, ვისი სამყაროს შეცნობით გსურთ იაპონიის აღმოჩენა: ტანიზაკის, ოგავას, მურაკამის, მიშიმას და სხვა იაპონელი ავტორების წიგნები, რომელიც bookshop.ge-ის მაღაზიაში უკვე ხელმისაწვდომია.
ერთად გავიცნოთ და აღმოვაჩინოთ თითოეული მათგანი.
თქვენ რომელი ავტორის სამყაროში მოგზაურობას ირჩევთ?
იხილეთ შესაბამისი კატეგორიის ლინკი: https://bit.ly/301YPWo
Коментарі