კითხვის უნარის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა შეძლონ არსებული ინფორმაციის სწორად აღქმა და გააზრება. არსებობს რამდენიმე ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ საინტერესო გაკვეთილის ჩატარებაში.
გამოვყოფთ ორ ძირითად ტექნიკას, რომლებიც კითხვის პროცესს საინტერესოს ხდის და ყველა მოსწავლეს თანაბრად რთავს საგაკვეთილო პროცესში. აღნიშნულ ტექნიკებს Skimming და Scanning ტექნიკას უწოდებენ.
Skimming ტექნიკა გულისხმობს ტექსტის ძირითადი აზრის გაგებას. მოსწავლეებს ევალებათ გადაიკითხონ ტექსტი დროის მცირე მონაკვეთში და გაუზიარონ საკუთარი აზრი მეწყვილეს.
Scanning ტექნიკის დროს, მოსწავლეები უკვე დეტალურად კითხულობენ ტექსტს და საკმარისი დრო აქვთ მის გასააზრებლად. სანამ მოსწავლეები ტექსტის დეტალურ განხილვაზე გადავლენ, შეგიძლიათ წინასწარ განიხილოთ ახალი ლექსიკა იმისათვის, ამით მოსწავლეებს დაეხმარებით ტექსტის სიღრმისეულად გაგებაში. აღნიშნული აქტივობის შესრულების შემდეგ, მოსწავლეებს თავისუფლად ასრულებენ ტექსტის შესაბამის დავალებებს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას კითხვის უნარის გასაუმჯობესელბლად:
აუცილებელია, რომ მოსწავლე იყოს ჩართული კითხვის პროცესში
იმისთვის რომ მოსწავლე ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში, საჭიროა მისი ინტერესის გაღვივება. მნიშველოვანია სწორად შევარჩიოთ საკითხავი ტექსტი მოსწავლის დონისა და ინტერესების გათვალისწინებით. მიიჩნევა, რომ ავთენტური ტექსტები უფრო მეტად აინტერესებთ მოსწავლეებს, რადგან ისინი არა მხოლოდ კითხვის უნარის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ ზოგად ცოდნასა და გამოცდილებასაც ავითარებს. 21st century skills არის National Geographic Learning-ის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია კითხვის უნარის განვითარებისთვის. თითოეული თავი მოიცავს ტექსტს თანამედროვეობის აქტუალურ თემაზე, რომელსაც შეესაბამება TED Talk ვიდეოები და პროექტი, რომელსაც მოსწავლეები ჯგუფებში ასრულებენ.
ყურადღება გაამახვილეთ ტექსტის მთავარ თემაზე
მოსწავლის ჩართულობა პირდაპირ კავშირშია ტექსტის თემატიკასთან. კითხვა სიამოვნებისთვის და არა იძულებით – არის მთავარი პრინციპი კითხვის უნარის გამომუშავებისა და განვითარებისთვის. 21st century skills გამოირჩევა თემათა მრავალფეროვნებით, ყოველი ტექსტი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობასა და გუნდურობას. მოსწავლეებს უმაღლებს ზოგად განათლებას და აცნობს 21-ე საუკუნის აქტუალურ თემებს.
საკითხავ ტექსტს სწორად შეუსაბამეთ აქტივობები:
უცხო ტექსტის გაცნობა და მისი გააზრება დიდი გამოწვევაა ყველა დონის მოსწავლისთვის. ტექსტთან სწორად შერჩეული აქტივობები ამ პროცესს ამარტივებს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ახალი ლექსიკური ერთეულების გაცნობა, შემდეგ თემის გარშემო კითხვების დასმა და ვარაუდების გამოთქმა, რასაც მოჰყვება უშუალოდ კითხვის პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმძღვანელო Focus 2nd Edition დაგეხმარებათ მოსწავლეებს შესთავაზოთ რაც შეიძლება საინტერესო და მრავალფეროვანი თემებით მდიდარი ტექსტები. სახელმძღვანელოში შემავალი ტექსტები რეალურ ისტორიებს ეფუძნება, რაც საინტერესო და მამოტივირებელია მოსწავლეებისთვის. Focus 2nd Edition-ის ტექტსტები მოსწავლეს ეხმარება ერთმანეთს დაუკავშიროს რეალური ცხოვრება და სწავლის პროცესი. რეალისტური ტექსტები და BBC ვიდეო მასალა ზოგადი ცოდნისა და გამოცდილების გამომუშავების საშუალებას იძლევა.
Comments