ლიტერატურული მოგზაურობა იაპონიაში, თანამედროვე იაპონური ლიტერატურის „დიდოსტატის“ – ჯუნიჩირო ტანიზაკის გაცნობის გარეშე წარმოუდგენელია.
ტანიზაკი ყველაზე პოპულალური იაპონელი ნოველისტი გახლვათ, ნაცუმე სოსეკის შემდეგ. მისი შემოქმედება მრავლფეროვნებით და ორიგინალურობით გამოირჩევა. მის ნაშრომებში შეხვდებით ეროტიული ობსესიურობის შოკისმომგვრელ სამყაროს, ფაქიზად აღწერილ ოჯახური ცხოვრების დინამიკას, XX საუკუნის იაპონური საზოგადოების „შუქ ჩრდილებს“, დასავლეთისა და იაპონიის ტრადიციების „ჭიდილს“, სევდანარევ იუმორს, ტრაგიკომედიას, ფსიქოლოგიურ თრილერს და ა.შ.
მწერალმა თავისი ლიტერატურული კარიერა 1909 წელს დაიწყო. მისი პირველი ნაშრომი – ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა. ტანიზაკის სახელი ფართოდ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც მისი მოკლე მოთხრობა – „შისეი“ („ტატუისტი“) გამოქვეყნდა. მოკლე კარიერა ჰქონდა „მუნჯ კინოშიც“. მუშაობდა სცენარისტად, ტაიკაცუს სტუდიაში. იგი Pure Film-ის მოძრაობის მხარდამჭერი იყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე თემების დანერგვაში იაპონურ კინო-კულტურაში. მან დაწერა სცენარები ფილმებისთვის, როგორიცაა მოყვარულთა კლუბი (1922) და გველის გულისთქმა (1923
მიუხედავად იმისა, რომ ტანიზაკის ესეების კრებული – In Praise of Shadows მისი რომანებისგან განსხვავებით მცირე მოცულობისაა, ერთგვარი „პორტალია“ „ლიტერატურული მოგზაურობის“ მსურველთათვის. ავტორმა დიდი ოსტატობით ასახა „აღმოსავლური ესთეტიკა“. ტექსტში შეხვდებით ავტორის აზრს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე.
„სილამაზეს ვხვდებით არა თავად ნივთში, არამედ მისი ჩრდილების, სინათლისა და სიბნელის ნიმუშებში… რომ არა ჩრდილები, არ იარსებებდა მშვენიერება“. – ჯუნიჩირო ტანიზაკი
ტანიზაკი თავისი რომანებითა თუ ესეებით, საპატიო ადგილს იკავებს, არამხოლოდ თანამედროვე იაპონური ლიტერატურის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის ასპარეზზე.
ავტორი: ნანა სარიშვილი
იაპონელი ავტორების წიგნები შეგიძლია მთელი მარტის თვის განმავლობაში შეიძინოთ 20% – იაანი ფასდაკლებით bookshop.ge – ზე.
იხილეთ შესაბამისი კატეგორიის ლინკი: https://bit.ly/301YPWo
Comentários