top of page
Search

Favorite darkest retellings – რა წავიკითხოთ ჰელოუინზე?

It’s Halloween, everyone’s entitled to one good scare.”

ემზადებით ჰელოუინისთვის?

დაგვეთანხმებით, ოქტომბრის ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც უამრავ სხვადასხვა ემოციებთან ასოცირდება. ზოგს ეშინია, ზოგიც მოუთმენლად ელის ამ დღის დადგომას და გულმოდგინედ არჩევს კოსტუმს, გრიმს და მათ შორის ლიტერატურას, რომელიც ჰელოუინის განწყობას შეუქმნის.

საშინელებათა ჟანრი ყველაზე სპეციფიკური და საინტერესოა, რომლის კითხვისას უამრავ ადრენალინს გამოვყოფთ და დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ეს არის ჟანრი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გაოცებული, სევდიანი და შეშინებული დაგტოვოს.

თუ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ ჰელოუინის ლიტერატურა, გთავაზობთ საინტერესო ბლოგს, სადაც იმ წიგნებს გაგიზიარებთ, რომელიც ამ პერიოდისთვის თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება.


მკითხველისთვის ნამდვილი ფუფუნებაა, როცა არსებობს სტივენ კინგი და მისი დაუსრულებელი ფანტაზია ჰორორში. ეს არის ავტორი, რომელმაც არაერთი წიგნის საშუალებით დაამახსოვრა თავი მკითხველს, მათ შორის კი ყველაზე გამორჩეულია – IT. ცნობილი ფაქტია, რომ თავად სტივენ კინგსაც ეშინოდა პენივაიზის და ნაწარმოების დასასრულს დაიფიცა, რომ მასზე არასდროს დაწერდა. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ შეიქმნათ ჰელოუინის განწყობა IT ამაში უპირობოდ დაგეხმარებათ.

“You pay for what you get, you own what you pay for… and sooner or later whatever you own comes back home to you.” Stephen King

როგორც დოსტოევსკი ამბობდა, ელდგარ ალან პოს შემოქმედებას შეუძლია სინამდვილე განსაკუთრებულად წარმოაჩინოს. ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეულმა მწერალმა ჰორორის ჟანრში საუკეთესო მოთხრობებით დაიმკვიდრა თავი. აღნიშნულ წიგნში კი ყველა მათგანს შეხვდებით. რაც მთავარია Pan Macmillan – ის საკოლექციო წიგნებიდან, რომელიც ულამაზეს სასაჩუქრე გამოცემას წარმოადგენს.

There are some secrets which do not permit themselves to be told.” Edgar Allan Poe

თუკი კლასიკური ჰორორის წიგნებს გადავხედავთ, უდაოდ გამორჩეულია ბრემ სტოკერის Dracula. გრაფი დრაკულა მსოფლიო კულტურის ასპარეზზე პირველად სწორედ ამ წიგნის საშუალებით გამოჩნდა და გოთიკურ რომანებში დიდი გარდატეხაც მოახდინა. ჰელოუინისთვის შეგიძლიათ იმოგზაუროთ დრაკულასთან ერთად და მძაფრი შეგრძნებებით გაიზიაროთ მისი თავგადასავალი.

There are darknesses in life and there are lights, and you are one of the lights, the light of all lights.” Bram Stoker

the most hopelessly evil story we have ever read”, სწორედ ასე აღწერს მკითხველის უმეტესობა წიგნს, რომლის შინაარსი სახლში გარდაცვლილ ადამიანის მოჩვენებას უკავშირდება.

წიგნის კითხვისას მუდმივად ისმის შეკითხვა, მთავარი გმირის შინაგანი წარმოსახვაა ეს, თუ მართლაც არის ადამიანი, რომელიც მათ უთვალთვალებს. ყველაფერს კი რა თქმა უნდა წიგნის დასასრულს გაიგებთ.

ეს იყო იმ წიგნების რეკომენდაციები, რომელიც ჰელოუინის დღესასწაულისთვის შემოგთავაზეთ. გისურვებთ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღესასწაულს, რომლის გაზიარების სურვილიც ყოველთვის გექნებათ.

ამ ჟანრის სხვა წიგნების ერთიან კატეგორიად ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

Have a bookful and happy halloween !

7 comentarios


Control your audio experience with ease thanks to the intuitive controls of the Bell BLBHS055 bluetooth neckband ANC. Adjust the volume, skip tracks, or answer calls with the touch of a button, allowing you to stay in control without having to reach for your device. With convenient access to essential functions, you can focus on enjoying your audio content without interruption.


Me gusta

The significance of energy audits in fostering sustainability is underscored throughout the guide. With a focus on industries, commercial enterprises, energy audit and residential spaces, the narrative unfolds to reveal how energy audits serve as a catalyst for positive change.

Me gusta

The GMP (GNU Multiple Precision Arithmetic Library) is a free and open-source library for arbitrary-precision arithmetic, which allows the manipulation of numbers with an arbitrary number of significant digits. gmp license is distributed under the GNU Lesser General Public License (LGPL).

Me gusta

Water testing laboratories play a crucial role in ensuring the quality and safety of Water Testing Laboratory in India . With the growing population, industrialization, and urbanization, there is an increasing demand for clean and safe water.

Me gusta

The flexibility of a data cables contributes to its ease of use and maneuverability. A pliable cable is more manageable, making it easier to route around corners, through cable organizers, or in tight spaces. A flexible cable is less prone to kinks and tangles, enhancing user convenience and maintaining a tidy cable management system.

Me gusta
bottom of page