google-site-verification: google9c11ba1345cb2424.html
top of page
MYP-by-Concept-1.png

Britannica School-ის Science რესურსი ჩაშენებულია ყველა სახელმძღვანელოში. ის სწავლას ხდის უფრო სანდოს, ვიზუალურს და კვლევაზე დაფუძნებულს.

მოსწავლეები იღებენ:

  • შემოწმებულ და სანდო ინფორმაციას (რედაქტირებული სამეცნიერო სტატიები) 

  • ერთსა და იმავე თემის ახსნას სხვადასხვა სირთულის დონეზე, რაც სწავლას ინდივიდუალურად მორგებულს ხდის 

  • ვიდეოებს, სურათებსა და ინტერაქტიულ მასალებს, რაც რთული ცნებების გაგებას ამარტივებს 

  • შესაძლებლობას, ისწავლონ კვლევით და პროექტებზე დაფუძნებული მიდგომით, რაც Science-ის მთავარი უნარების განვითარებას უწყობს ხელს

მეცნიერება MYP 1 | 6 კლასი

Hodder Science MYP 1 არის IB-ის Middle Years Programme (MYP)-ისთვის შექმნილი მეცნიერების სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროგრამის პირველი წლის (6 კლასის) მოსწავლეებისთვის. წიგნი ეფუძნება „By Concept“ მიდგომას, რაც ნიშნავს, რომ სწავლება კონცეპტების გააზრებაზე და კვლევით სწავლებაზეა ორიენტირებული. IB - MYP-ის მოთხოვნების შესაბამისად.
 

ძირითადი თემები, რომლებსაც წიგნი ფარავს:

  • მეცნიერების შესავალი და კვლევითი უნარები – დაკვირვება, ექსპერიმენტი, მონაცემების შეგროვება და ანალიზი.

  • ცოცხალი ორგანიზმები (ბიოლოგია) – უჯრედები, ორგანიზმები, სიცოცხლის პროცესები და ეკოსისტემები.

  • ნივთიერებები და მასალები (ქიმია) – მატერია, ნივთიერებების თვისებები და ცვლილებები.

  • ძალები და მოძრაობა (ფიზიკა) – მოძრაობის საფუძვლები, ძალები და მათი გავლენა სხეულებზე.

  • ენერგია (ფიზიკა) – ენერგიის ფორმები და გარდაქმნები.

  • დედამიწა და გარემო (Earth & Environmental Science) – ბუნებრივი რესურსები, გარემო და მდგრადობა.

  • მეცნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში – მეცნიერების კავშირი ტექნოლოგიასთან, საზოგადოებასთან და გარემოსთან.

 

წიგნის თავები ორგანიზებულია კონცეპტების (Concepts) და გლობალური კონტექსტების (Global Contexts) მიხედვით თითოეული თავი მოიცავს:

  1. Statement of Inquiry (საკვლევი იდეა);

  2. საკვანძო და დაკავშირებულ კონცეპტებს;

  3. პრაქტიკულ აქტივობებსა და ექსპერიმენტებს;

  4. განხილვისა და შეფასების დავალებებს;

  5. MYP-ის შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებულ აქტივობებს.

ტრენინგ მასალა

bottom of page