google-site-verification: google9c11ba1345cb2424.html
top of page

სააღდგომო გათამაშება

𝐄𝐧𝐠𝐥𝐢𝐬𝐡 𝐁𝐨𝐨𝐤 𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧, 𝐌𝐚𝐜𝐦𝐢𝐥𝐥𝐚𝐧 𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 - თან ერთად, ინგლისური ენის პედაგოგებს კიდევ ერთ მასშტაბურ გათამაშებას გთავაზობთ.

​

აღდგომა გაზაფხულის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ტრადიციებით აღინიშნება.

​

ჩაერთეთ ჩვენს წინასააღდგომო გათამაშებაში, მოამზადეთ პროექტი და მიიღეთ პრიზები თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის:

მასწავლებლები დასაჩუქრდებიან Macmillan Education-ის სერტიფიკატებით, კოლინსის ლექსიკონით და საკლასო პოსტერებით;

მოსწავლეებს გადაეცემათ Macmillan Education-ის სერტიფიკატები;

როგორ ჩავერთოთ გათამაშებაში?

  • აირჩიეთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან თქვენთვის სასურველი: საქართველო, უკრაინა ან საბერძნეთი. ამავედროს შეგიძლიათ აირჩიოთ ქვეყნები როგორიც არის დიდი ბრიტანეთი და ამერიკა, შესადარებლად.

  • გაკვეთილზე შექმენით პოსტერი, რომელზეც ასახული იქნება თქვენ მიერ არჩეულ ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ან შეადარეთ სამივე მოცემული ქვეყანა ერთმანეთს და იმსჯელეთ მსგავსება-განსხვავებაზე. 

  • ჩაატარეთ პრეზენტაცია და ატვირთეთ გაკვეთილის ამსახველი ფოტო ან ვიდეო თქვენს პირად 𝐅𝐚𝐜𝐞𝐛𝐨𝐨𝐤 გვერდზე, მონიშნეთ #𝐄𝐧𝐠𝐥𝐢𝐬𝐡𝐁𝐨𝐨𝐤𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 ან გამოგვიგზავნეთ მასალა პირად შეტყობინებაში; englishbookteam@englishbook.ge ან facebook მესენჯერის საშუალებით

გათამაშება დასრულდება 30 აპრილს, 𝟭𝟴:𝟬𝟬 საათზე;

შექმენით საინტერესო პოსტერი და გახდით რჩეული პროექტის ავტორი.

გისურვებთ წარმატებებს და ველოდებით უამრავ ფოტოს თუ ვიდეოს!

bottom of page