top of page

აღწერა

მოხარული ვართ, რომ “ტელესკოლის“ პროექტს ვახორცილებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, ერთად გადავლახოთ ეს მძიმე პერიოდი.

 

"ტელესკოლის" ინგლისური ენის სატელევიზიო გაკვეთილები განაწილებულია სამ დონედ:


I-VI , VII-IX და X-XII კლასები.


თითოეულ 15 წუთიან გაკვეთილს  ინგლისურენოვანი მასწავლებელი უძღვება.

 

ინგლისურის გაკვეთილები მოცემულია ‘Story Telling’ ჟანრში და სკოლის მოსწავლეს აძლევს საშუალებას, მოუსმინოს მოთხორობებს, რომელსაც თან ახლავს განხილვა და კრიტიკული აზროვნება.

 

შემოთავაზებული ფორმატი მოსწავლეებისთვის ქმნის ავთენტურ გარემოს, განივითარონ  მოსმენისა და გამოთქმის უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი უცხო ენის შესწავლის დროს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, უცხო ენის სწავლა არამარტო ლინგვისტურ კომპეტენციებს, არამედ კულტურული და სოციოკულტურული კონტექსტების გაცნობის ინტეგრირებასაც გულისხმობს.

 

ამავედროს, საგაკვეთილო პროცესი წარიმართება ინტერაქტიულად და  გამოყენებულია ბევრი საჩვენებელი მასალა, რაც ზრდის მოტივაციას, რომ სკოლის მოსწავლე სრულად იყოს ჩართული 15 წუთის განმავლობაში.

 

რა თქმა უნდა, შემოთავაზებული ფორმატი სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს სტანდარტული ფორმით ჩატარებულ გაკვეთილს, მაგრამ ფუნდამენტურად წაახალისებს ტელესკოლაში ჩართულ მოსწავლეებს.

bottom of page