google-site-verification: google9c11ba1345cb2424.html
top of page
MYP-by-Concept-1.png

Britannica School - ის Science რესურსი ინტეგრირებულია ყველა სახელმძღვანელოში და ხელს უწყობსსანდო, თვალსაჩინო და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას.

მისი გამოყენებით მოსწავლეები::

  • ეცნობიან რედაქტირებულ და მეცნიერულად სანდო ინფორმაციას; 

  • ერთსა და იმავე თემას სწავლობენ სხვადასხვა სირთულის დონეზე, რაც ინდივიდუალურსაჭიროებებზე მორგებულ სწავლებას უზრუნველყოფს;

  • ვიდეოების, სურათებისა და ინტერაქტიული მასალების დახმარებით უკეთ იაზრებენ რთულსამეცნიერო ცნებებს;

  • კვლევით და პროექტებზე დაფუძნებული სწავლებით ივითარებენ ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და დასკვნის გამოტანის უნარებს.

მეცნიერება MYP 1 | 6 კლასი

Hodder Science MYP 1 არის IB-ის Middle Years Programme (MYP) მოთხოვნების შესაბამისად შექმნილიმეცნიერების სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მე-6 კლასის - მოსწავლეებისთვის. წიგნიეფუძნება კონცეპტუალურ მიდგომას და ორიენტირებულია სამეცნიერო კონცეფციების გააზრებასადა კვლევით სწავლებაზე.

სახელმძღვანელოს ძირითადი თემები:

​1. რას საქმიანობენ მეცნიერები?

  • მეცნიერების როლი და მათი საქმიანობა;

  • საკვლევი კითხვის დასმა;

  • დაკვირვება, ვარაუდის გამოთქმა, ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება;

  • ცვლადების განსაზღვრა, მონაცემების შეგროვება და შეფასება.

2. რა იცვლება?

  • ნივთიერება და მისი აგრეგატული მდგომარეობები;

  • ბუნებრივი და ხელოვნური მასალები;

  • სუფთა ნივთიერებები, ნარევები, ხსნარები და სუსპენზიები;

  • ფიზიკური და ქიმიური ცვლილებები;

  • ნარევების დაყოფის მეთოდები

3. როგორ არსებობენ ორგანიზმები?

  • ცოცხალი ორგანიზმების საერთო მახასიათებლები და სასიცოცხლო საჭიროებები

  • ორგანიზმების აგებულება, ფორმა და ფუნქცია;

  • გარემოსთან შეგუება;

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი გადაწყვეტილებები.

4. რა იწვევს ცვლილებას?

  • ენერგიის ფორმები, გადაცემა და გარდაქმნა;

  • ძალები და მათ მიერ გამოწვეული ცვლილებები;

  • ენერგიის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება.

5. როგორ შევისწავლოთ ცოცხალი სამყარო?

  • ორგანიზმების კლასიფიკაცია;

  • ეკოსისტემები და მათი ურთიერთკავშირები;

  • ბიოტური და აბიოტური ფაქტორები;

  • კვებითი ჯაჭვები და  ქსელები;

  • ადამიანის ქმედების გავლენა ცოცხალ სამყაროსა და გარემოზე.

6. სადაა ჩვენი ადგილი სამყაროში?

  • მზის სისტემა და მისი წარმოშობა;

  • დედამიწის აგებულება და სისტემები;

  • დედამიწაზე მიმდინარე ბუნებრივი პროცესები;

  • წყლის მნიშვნელობა და განაწილება;

  • კლიმატი, ბუნებრივი რესურსები და გარემოს მდგრადობა.

რას მოიცავს სახელმძღვანელო?

  • ბიოლოგია - ცოცხალი ორგანიზმები, მათი აგებულება, სასიცოცხლო პროცესები, კლასიფიკაციადა ეკოსისტემები;

  • ქიმია - მატერია, ნივთიერებების თვისებები, ნარევები, ხსნარები, ფიზიკური თუ ქიმიურიცვლილებები;

  • ფიზიკა - ენერგია, ძალები, მოძრაობა და მათი გავლენა სხეულებზე;

  • დედამიწისა და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები -მზის სისტემა, დედამიწის სისტემები,წყალი, კლიმატი, ბუნებრივი რესურსები და მდგრადობა.

 

წიგნის თავები ორგანიზებულია კონცეფციებისა (Concepts) და გლობალური კონტექსტების (Global Contexts) მიხედვით. თითოეული თავი მოიცავს:

1. საკვლევ იდეას(Statement of Inquiry);

2. საკვანძო და დამხმარე კონცეფციებს;

3. პრაქტიკულ აქტივობებსა და ექსპერიმენტებს;

4. დავალებებს სხვადასხვა ტიპის შეფასებისთვის

5. MYP -ის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ აქტივობებს.

ტრენინგ მასალა

bottom of page