google-site-verification: google9c11ba1345cb2424.html
top of page

სააღდგომო გათამაშება

English Book Education - ისა და Macmillan Education - ის წინასააღდგომო გათამაშება 20 აპრილს დასრულდა.

​

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ინგლისური ენის პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილე პედაგოგები და მათი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან Macmillan Education-ის სერტიფიკატებითა და სიმბოლური პრიზებით.

​

გათამაშების წესების მიხედვით, ინგლისური ენის პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს უნდა შეერჩიათ მათთვის სასურველი ქვეყანა ( საქართველო, უკრაინა, იტალია, საბერძნეთი, ა.შ.შ., დიდი ბრიტანეთი, გერმანია) და გაკვეთილზე შეექმნათ პოსტერი: როგორ აღინიშნება აღდგომა ამ კონკრეტულ ქვეყანაში.

​

გათამაშებაში პედაგოგთა უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. თითოეული პოსტერი გამოირჩეოდა ინდივიდუალიზმითა და ორიგინალურობით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით, როგორც მასწავლებლებს, ასევე მათ მოსწავლეებს.

​

გიზიარებთ რჩეული ნამუშევრების ფოტოებს.

bottom of page