top of page
Search

5 Minute Classroom Activities

There are many ways for children and young people to have fun, make friends and get active while studying. We offer 5 minute activities to strengthen your classes

  1. აბსტრაქტული ნახატი

  2. ზედსართავები და არსებითები

  3. რამდენი რამის გახსენება შეგიძლიათ?

  4. ორაზროვანი ნახატი

  5. დახატე სიტყვა

აღწერის და ლექსიკის ვარჯიში პროცედურა: დაფაზე დახატე დიდი მართკუთხედი. ჩახატე მართკუთხედში ფორმები, თვითმფრინავები, მანქანები (გააფერადე ისინი). შეეკითხე კლასს რას ასახავს ნახატი. გააფრთხილე მოსწავლეები რომ არ არსებობს მართალი და მცდარი პასუხი ამ აქტივობაში, გაამხნევე ისინი გაააქტიურონ თავიანთი წარმოსახვა.

ლექსიკა პროცედურა: მაგალითისთვის ურჩიეთ მოსწავლეებს რომელიმე ზედსართავი-არსებითის ფრაზა, მაგ: „a red flower „ a gifted student”. მოიფიქრეთ რამდენიმე ასეთი . დაფის მარცხენა კუთხეში დაწერეთ ზედსართავი სახელები, მარჯვენა კუთხეში – არსებითი სახელები. მიიღებთ დაახლოებით ასეთ სურათს: a red day a wonderful song a small lesson an easy dress a sunny lesson ისრით შეაერთებინეთ მოსწავლეებს კომბინაციები. არასწორი ან უცნაური კომბინაციის შემთხვევაში, სთხოვეთ მათ დაასაბუთონ საკუთარი პოზიცია. ჰკითხეთ რატომ/რატომ არა? ვარიაცია: ძლიერ კლასში ეფექტურია ზმნიზედა-ზედსართავი კომბინაციის მოფიქრება. მაგ: “reasonably cheap”, “highly motivated” და ა.შ.

უცხო სიტყვების გამეორება პროცედურა: მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად, მათ უნდა მოიფიქრონ და ჩაინიშნონ იმდენი სიტყვა, რომლის დეფინიციის თქმაც შეუძლიათ ინგლისურად. დასაწყისისთვის შეგიძლიათ მისცეთ მითითება, რომ მოიფიქრონ იმდენი საგანი, რამდენიც ჩეტევა ასანთის კოლოფში. ორი-სამი წუთის შემდეგ ჩამოწერეთ დაფაზე რამდენიმე ვარიანტი ამ სიტყვებისა, ან მიეცით ამ სავარჯიშოს შეჯიბრის ფორმა, გაარკვიეთ ვინ უფრო მეტ ვარიანტს მოიფიქრებს.

აღწერა და ლექსიკის ვარჯიში პროცედურა: დახატე სურათის პატარა მონაკვეთი. სთხოვეთ მოსწავლეებს გამოიცნონ რა იქნება ის. გაამხნევე იყვნენ მრავალფეროვნები და კრეატიულები. არ დაადასტურო ან უარყო ერთი კონკრეტული იდეა. თანდათან მიუმატე პატარ-პატარა ნახატები სურათს. ააგე საერთო სურათი 4 ეტაპად.

ლექსიკის გამეორება პროცედურა: ჩასჩურჩულე ან ფურცელზე დაწერე და გადაეცი ერთ-ერთ მოსწავლეს ის სიტყვა, რომელიც ახლახანს ისწავლა კლასმა. მოსწავლე დაფაზე ხატავს ნახატს, რომელიც შეესაბამება ამ სიტყვას. კლასის დანარჩენმა წევრებმა უნდა გამოიცნონ რა სიტყვაა ეს. ვარიაცია: ეს ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანდაზების გამოსაცნობად.

bottom of page