top of page
Search

Angela Hart – bookshop.ge

Not all of us can do great things. But we can do small things with great love.” – Mother Teresa

სამყაროს შეცვლა მხოლოდ სიკეთის გზით არის შესაძლებელი – ჯერ კიდევ მაჰათმა განდი მოგვიწოდებდა ამის შესახებ. მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი წიგნი ეძღვნება უპირობო სიყვარულსა და სიკეთეს, რომლის გმირები ჩვენზე დიდი შთაბეჭდილებებს ახდენენ. განსაკუთრებით კი ბავშვობაში, როდესაც ყველაფერს ზედმიწევნით ვიმახსოვრებთ და ვიზიარებთ. არსებობენ რეალური გმირებიც, რომელიც შემოიჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში და უანგაროდ ზრუნავენ ჩვენზე.

დღეს მსოფლიოში არაერთი ბავშვი არსებობს, რომელიც მზრუნველობისა და ყურადღების გარეშეა დარჩენილი, ისინი ზოგჯერ სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდებიან და მარტო ებრძვიან საკმაოდ რთულ ცხოვრებას. თუმცა ყველაზე კარგი ის არის, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მათზე ზრუნვა და სიყვარული შეუძლიათ.

სწორედ ასეთ ადამიანს წარმოადგენს კალიფორნიელი ჟურნალისტი და სოციალური მუშაკი ანგელა ჰარტი. ის დაახლოებით 25 წლის განმავლობაში საკუთარ მეუღლესთან ერთად ზრუნავდა ათასობით ბავშვზე და თითოეულის ცხოვრებაში ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა.

ამ წლების განმავლობაში მასთან არაერთი მძიმე ისტორიის ბავშვი იზრდებოდა: ოჯახიდან გამოქცეული, დაკარგული და რთული ქცევების მქონე.

მან სრულიად შეიფარა ისინი და უდიდესი ინსპირაცია მიიღო ნამდვილ ამბებზე დაფუძნებული წიგნები დაეწერა.

ბავშვები, რომელიც მსოფლიომ თავისი ისტორიებით გაიცნო. ეს სერია, რომელიც მათ შესახებ დაიწერა, ნათლად გვიჩვენებს ძალიან დიდ მაგალითს ზრუნვისა და ყურადღების შესახებ.

ავტორი მაქსიმალურად ეცადა თითოეული წიგნი საინტერესოდ საკითხავი გამოსულიყო და ეს ცალსახა იყო, რადგან თითოეული ისტორია იმდენად გულისამაჩუყებელი და ორგანულია, რომ გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

სიკეთე, როგორც მთავარი მოტივაცია ამ წიგნის სერიის, თითოეულ წიგნში დიდი დოზით იგრძნობა.

ერთ – ერთი საუკეთესო სერიის წიგნები ჩვენთან უკვე ხელმისაწვდომია და 30% – იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ bookshop.ge – ზე.

bottom of page