Search

Brandon Sanderson – American author of epic fantasy

“The purpose of a storyteller is not to tell you how to think, but to give you questions to think upon.”- Brandon Sanderson

ამ თეზისით ბრენდონ სანდერსონმა ერთი მთლიანი ეპოქა შექმნა ეპიკური ფენტეზის სამყაროში. მისთვის, ვინც ფიქრობს რომ ფენტეზის სამყარო მისი საყვარელი მიმართულებაა, წინ გამორჩეულად დასამახსოვრებელი წიგნები ელის, ისინი კი ვინც ეხლა იწყებთ – საუკეთესო დასაწყისი.

ბრენდონ სანდერსონი 1975 წელს ნებრასკაში დაიბადა. იგი ბავშვობიდანვე აქტიურად კითხულობდა წიგნებს, მაგრამ მალევე კითხვისადმი ინტერესი დაკარგა. სწორედ ამ დროს, მისმა სკოლის მასწავლებელმა ფენტეზის ერთ – ერთი გამორჩეული წიგნი: Barbara Hambley – ის Dragonsbane აჩუქა. ზუსტად ეს წიგნი გახდა მისი ინსპირაციის წყარო, რის შემდეგაც, ძალიან მალე მისი პირველი რომანი გამოვიდა.

სანდერსონის წიგნების უმეტესობა ეპიკური ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, რომელსაც კონკრეტულად გამოყოფილი მთავარი პერსონაჟი არ ჰყავს, პირიქით რამდენიმე ჯგუფიც კი შეიძლება ფიგურირებდეს.

მის წიგნებში არსებობენ გმირები, რომლებიც, ძირითადად, გამოუცდელები არიან. ისინი სხვადასხვა ბრძოლის შემდეგ სიბრძნეს, ჭეშმარიტებასა თუ სიკეთეს ჩვენთან ერთად სწავლობენ. თითოეული წიგნის დასრულების შემდეგ ხვდები, რომ სრულდება ერთი ისტორია, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ წინ კიდევ უფრო დიდი თავგადასავალი გელის, რადგან ავტორი იმედს არასდროს გიცრუებს.

იქნებ სწორედ სანდერსონის წიგნებია, რომლითაც ფენტეზის ჟანრი უნდა დაიწყოთ?

Bookshop.ge მთელი აპრილის თვის განმავლობაში გაძლევთ შანსს, უფრო უკეთ აღმოაჩინოთ ფენტეზის სამყარო, იმოგზაუროთ არაერთი ავტორის მიერ შექმნილ სამყაროში და მიიღოთ დიდი შთაბეჭდილებები.

ფენტეზის ყველა ჟანრის წიგნებზე bookshop.ge – ზე 20% – იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

იხილეთ ბმული: https://bit.ly/32bRG6I

გისურვებთ სასიამოვნო კითხვის პროცესს!

0 views0 comments