Search

Brandon Sanderson – American author of epic fantasy

“The purpose of a storyteller is not to tell you how to think, but to give you questions to think upon.”- Brandon Sanderson

ამ თეზისით ბრენდონ სანდერსონმა ერთი მთლიანი ეპოქა შექმნა ეპიკური ფენტეზის სამყაროში. მისთვის, ვინც ფიქრობს რომ ფენტეზის სამყარო მისი საყვარელი მიმართულებაა, წინ გამორჩეულად დასამახსოვრებელი წიგნები ელის, ისინი კი ვინც ეხლა იწყებთ – საუკეთესო დასაწყისი.

ბრენდონ სანდერსონი 1975 წელს ნებრასკაში დაიბადა. იგი ბავშვობიდანვე აქტიურად კითხულობდა წიგნებს, მაგრამ მალევე კითხვისადმი ინტერესი დაკარგა. სწორედ ამ დროს, მისმა სკოლის მასწავლებელმა ფენტეზის ერთ – ერთი გამორჩეული წიგნი: Barbara Hambley – ის Dragonsbane აჩუქა. ზუსტად ეს წიგნი გახდა მისი ინსპირაციის წყარო, რის შემდეგაც, ძალიან მალე მისი პირველი რომანი გამოვიდა.

სანდერსონის წიგნების უმეტესობა ეპიკური ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, რომელსაც კონკრეტულად გამოყოფილი მთავარი პერსონაჟი არ ჰყავს, პირიქით რამდენიმე ჯგუფიც კი შეიძლება ფიგურირებდეს.

მის წიგნებში არსებობენ გმირები, რომლებიც, ძირითადად, გამოუცდელები არიან. ისინი სხვადასხვა ბრძოლის შემდეგ სიბრძნეს, ჭეშმარიტებასა თუ სიკეთეს ჩვენთან ერთად სწავლობენ. თითოეული წიგნის დასრულების შემდეგ ხ