top of page
Search

Homo Deus: A Brief History of Tomorrow

გიფიქრიათ კაცობრიობის ისტორიის საწყისზე?

რა არის ის ფუნდამენტი რაზეც ჩვენ ვდგავართ?

ყოველდღიურად ადამიანი უამრავ გამოწვევას და ბარიერს აწყდება, როგორია ამ დროს მისი ქცევა?

იცოდი რომ სამყაროში თითოეული ადამიანი უხილავი ძაფით არის გადაბმული და ერთიან უწყვეტ ჯაჭვს ქმნის. აი მაგალითად, ჩემი დამოკიდებულება და ქცევა გავლენას ახდენს შენზე, შენი გადაწყევტილება კი სხვა ჯგუფს წვდება. სწორედ ამიტომ ყველა ადამიანი ერთი მთლიანი სისტემის ნაწილია. ამ მთლიან სისტემაში თითოეულს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავქვს, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების და მთლიანი სამყაროს წინაშე.

ებრაელი ისტორიკოსი და პროფესორი იუვალ ნოე ჰარარი, თავის წიგნში Homo-Deus Brief History of Tomorrow, მოგვითხრობს ადამიანის განვითარების ერთგვარ ისტორიულ კონტექსტს. გვიზიარებს პირად გამოცდილებებს და ისტორიებს, რომლებიც ადამიანის შესაძლებლობებზეა დაფუძნებული. წიგნში დეტალურად აღწერიალია ის მიღწევები, რომელიც სამყაროს გააჩნია. განხილულია უამრავი ფილოსოფიური საკითხი, ადამინების ინდივიდუალიზმი, ცნობიერება, ემოციები და მრავალი გასაჭირი, რომელიც სამყარომ ერთიანი ძალით გადააგორა.

რაც მთავარია, წიგნში მოცემულია მომავლის ხედვა, რას ცდილობენ ადამიანები 21- ე საუკუნეში, მუდმივად რისი მოპოვებისკენ მიილტვიან. ავტორი მთელი წიგნის განმავლობაში ღიად ასახელებს შესაძლებლობების გზებს, როგორია ადამინების ამბიციები მომავალთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განხორციელდეს წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე საერთო შეჯამების ფონზე.

წიგნი მოგვითხრობს, როგორ დაკარგეს 21-ე საუკუნეში ადამიანებმა კონტროლი. როგორ შეუქმნა ტექნოლოგიების განვითარებამ პრობლემები მათ, რომ შეეძინათ სიცოცხლესთვის ყოველდღიური მნიშვნელობა.

თითოეული დღე აწმყოდან გადადის წარსულში, თუმცა ის ტოვებს კვალს, რომელსაც მივყავართ მომავალში.

და ბოლოს, გვაქვს პასუხი შეკითხვაზე, რომლითაც Homo Deus-ის ავტორი ამთავრებს წიგნს:

„რა მოხდება მაშინ, როცა ინტელექტუალურად ღრმად გაჯერებულ ალგორითმებს უფრო მეტად ვეცოდინებით ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვიცით ისინი“?

აღნიშნული წიგნების სანახავად ეწვით ჩვენ ონლაინ მაღაზიას ქვემოთ მოცემულ ბმულზე: https://bookshop.ge/author/view/yuval-noah-harari

bottom of page