top of page
Search

Margaret Atwood

მარგარეტ ეტვუდი ერთ – ერთი გამორჩეული ქალი მწერალია, რომელმაც სიცოცხლეშივე მოიპოვა მკითხველის უდიდესი აღიარება.  

ფემინისტურ ლიტერატურაზე საუბრისას, პირველ რიგში მისი სახელი გვახსენდება. ეტვუდის რომანები თავისი თემატიკითა და აზრის გადმოცემის მრავალფეროვნებით, მკითხველის ინტერესსა და სიყვარულს იმსახურებს. მისი პერსონაჟები რეალური ცხოვრების ანალოგიით შექმნილი ხასიათებია, მათაც ისევე სტკივათ, ეშინიათ და უხარიათ, როგორც ჩვენ. თავად ავტორი აღნიშნავს, რომ წიგნი არც ადამიანის ბუნების გადაგვარებას და არც რამე ახალს იგონებს, ის ეფუძნება ადამიანთა ყოფიერების უკვე არსებულ ფორმებს.

მიუთითებენ, რომ „მხევლის წიგნი“ ერთგვარი წინასწარმეტყველებაც არის, ისეთი მომავლის აღწერა, სადაც ქალების უფლებები და თავისუფლება შეზღუდულია, სადაც სქესთა შორის დაპირისპირება რელიგიური ფანატიზმის საბურველშია გახვეული. ეს არის წიგნი არსებული საზღვრების დაძლევასა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაზე.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ფემინიზმი სულაც არ ნიშნავს რომ ქალები ყოველთვის მართლები არიან, მათ უბრალოდ უნდა ჰქონდეთ საკუთარი უფლებები.

მართალია ეტვუდის წიგნებს და ყველაზე მეტად „მხევლის წიგნს“ წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ვეცდებით სულ სხვა კუთხით წარმოგიდგინოთ ეს ყველაფერი და რაც მთავარია მისი წაკითხვა ორიგინალში შემოგთავაზოთ.

მთავრი და ამომავალი იდეა ქალების თავისუფლება და მათი უფლებების დაცვლა ნებისმირიდ დროს შეიძლება გახდეს საჭირო და წიგნიც თითქოს წინასწარმეტყველებაა გლობალურ ჭრილში. რომელიც მუდმივად მოგვიწოდებს რომ არასდროს არ დავხუჭორთ თვალი ძალადობაზე, მუდმივად ავიმაღლოთ ხმა როგორც საკურარი თავისთვსი ასევე მათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

მსოფლიო ბესტსელერად აღიარების შემდეგ ეტვუდმა გადაწყვიტა რომანი გაეგრძელებინა რომელიც, რომელიც არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ბესტსელერი გახდა. ლიტერატურულმა სამყაროს კიდევ ერთი საკულტო წიგნი შეემატა. Bookshop – ი  გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ მხევლის წიგნის გაგრძელება The Testaments – როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში.

როგოროც ზემოთ აღვნიშნეთ, წიგნის შეძენა შეგიძლიათ ორიგინალში, ინგლისურ ენაზე, bookshop – ის როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში.

მონიშნე ეტვუდი შენი bookshop – ის ბიბლიოთეკაში.

bottom of page