top of page
Search

PTE Academic Webinars

English book education- ის პარტნიორი ორგანიზაცია Pearson Education გთავაზობთ ონლაინ სემინარების სერიას მსოფლიოში აღიარებული PTE Academic ტესტის შესახებ.

ვებინარებზე განხილული იქნება ზოგადი ინფორმაცია ტესტის შესახებ, ასევე აპლიკანტთა ეფექტიანად მომზადების ის გზები და სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება მათ ტესტში სასურველი შედეგის მიღებაში.

შეგახსენებთ, რომ PTE Academic არის დაცული, სანდო და საერთაშორისოდ აღიარებული ტესტი, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ სასწავლო და საიმიგრაციო მიზნებისათვის. იგი საშუალებას აძლევს აპლიკანტებს დაადასტურონ თავიანთი ენობრივი კომპეტენცია და ჩააბარონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ხუთივე ვებინარზე დასწრების შემთხვევაში:

  1. მიიღებთ მონაწილეობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს;

  2. ზედმიწევნით გაეცნობით ტესტისთვის მომზადების სპეციფიკას;

  3. გაიღრმავებთ ცოდნას იმ მეთოდოლოგიური მიდგომების შესახებ, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, დაეხმაროთ თქვენს მოსწავლეებს ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებასა და ტესტის წარმატებით ჩაბარებაში.

ონლაინ სემინარები გაიმართება 8 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.

Comentarios


bottom of page