top of page
Search

Unique Learning – კოზმინსკის უნივერსიტეტის უფასო სამაგისტრო პროგრამა

კოზმინსკის უნივერსიტეტი ვარშავაში გთავაზობთ ორ უფასო სამაგისტრო პროგრამას, რომლებშიც მხოლოდ საუკეთესო სტუდენტებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

ადგილების რაოდენობა: 20 პროგრამები:

  1. საერთაშორისო საბანკო საქმე (International Banking) – CITI Bank-თან და KPMG-სთან ასოცირებული პროგრამა, რომლის შედეგადაც საუკეთესო კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სტაჟირება გაიარონ ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციებში და შემდგომ გახდნენ შტატიანი თანამშრომლები

  2. ვირტუალური სივრცის მენეჯმენტი (Virtual Environment Management)

კოზმინსკის უნივერისტეტი დაფუძნებულია პოლონეთში, ვარშავაში, 1993 წელს და სტუდენტებს სთავაზობს საუკეთესო სამაგისტრო პროგრამებს. Financial Times-ის მიხედვით, კოზმინსკის ბიზნეს სკოლა არის 37 ადგილზე ევროპაში და მენეჯმენტის სკოლა – 25 ადგილზე.

Unique Learning, კოზმინსკის პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში, საუკეთესო კურსდამთავრებულებს გაძლევთ საშუალებას, მონაწილეობა მიიღოთ ამ პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში ხდება სწავლის ხარჯის ანაზღაურება, რაც არ მოიცავს ცხოვრების, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს. განცხადებები მიიღება 19 ივლისამდე. რეგისტრაციის გადასახადი არის 50 ლარი, რეგისტრაციის შემდეგ (21-23 ივლისის ჩათვლით) ჩატარდება გასაუბრებები, სადაც შეირჩევა საუკეთესო აპლიკანტები და მათი საბუთები გაიგზავნება კოზმინსკის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის გადაწყვეტილება ცნობილი გახდება სექტემბრის ბოლოს.

მოთხოვნები და სხვა დეტალები იხილეთ აქ.


bottom of page