top of page
Search

Wizarding World of Harry Potter

“This boy will be famous, a legend. I wouldn’t be surprised if today was known as Harry Potter day in the future. There will be books written about Harry, every child in our world will know his name!”

როდესაც ჯოან როულინგმა ეს სიტყვები დაწერა, ვერც კი წარმოიდგენდა რომ ყველა სიტყვა ზედმიწევნით ასრულდებოდა ჰარი პოტერის შესახებ. დღეს მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იცნობს ჰარი პოტერსა და მის ჯადოსნურ სამყაროს.

ჯერ კიდევ, როცა პირველი წიგნის გამოცემა კითხის ნიშნის ქვეშ იდგა, ჯოან როულინგი უკან არასდროს იხევდა და ღრმად სწამდა, რომ მისი ზღაპრული ფიქრები დღის სინათლეს აუცილებლად იხილავდა. მალევე ერთ – ერთი ცნობილი გამომცემლობის „Bloomsbury“ – ის მეპატრონის შვილმა წაიკითხა და გაგრძელება მოითხოვა. იმ დროს პატარა გოგონამ ჰარი პოტერის დაბეჭდვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

დაგვეთანმებით, პირველი რაც ამ სამყაროსთან ასოცირდება არის უსასრულო კავშირი მკითველსა თუ მაყურებელს შორის.

ბევრიც თვლის რომ მათი ბავშვობა მოსაწყენი იქნებოდა ჰარი პოტერი გარეშე. ჯოანს ყოველთვის მიაჩნდა რომ წარმოსახვის უნარი პირდაპირ კავშირშია გარესამყაროს პროცესებთან, ხოლო ჩვენ ყველას შეგვიძლია სამყარო უკეთესი გავხადოთ და მაგალითი ბევრისთვის გავხდეთ. ჯოან როულინგი არის ავტორი, რომელიც თავისი დაუსრულებელი ფანტაზიით და გამოვლილი გამოცდილებით ყოველთვის იქნება რაღაც ჯადოსნურის საწყისი ჩვენს ცხოვრებაში.

Bookshop.ge ჰარი პოტერის მოყვარულებისთვის და არამარტო, წიგნების ძალიან დიდი არჩევანით გამოირჩევა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ და წაიკითხოთ ისინი ორიგინალში, 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული Hogwarts house edition – ის წიგნები, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს მისთვის საყვარელი სახლის ფერებში წაიკითხოს ჰარი პოტერის კონკრეტული წიგნი.

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რომელ სახლს მიეკუთვნებით და რომელი დიდი სამყაროს ნაწილი ხართ, შეგიძლიათ მარტივი ქვიზი გააკეთოთ და მისი შესაბამისი წიგნიც მოძებნოთ bookshop.ge – ზე.






მთელი კვირის განმავლობაში თითოეული მათგანი შეგიძლიათ შეიძინოთ 20 % – იანი ფასდაკლებით, ავტორის ბრენდირებულ, თუ ჰარი პოტერის სხვადასხვა აქსესუარებთან ერთად.

Choose your House pride!

გისურვებთ წარმატებას!

bottom of page