top of page
Search

როგორ ვასწავლოთ ლექსიკა დაწყებით საფეხურზე

ინგლისური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე იწყება ლექსიკის გაცნობით, სწორედ ახალი სიტყვების საშუალებით ეუფლებიან მოსწავლეები ახალ, მათთვის უცხო ენას. პირველი შთაბეჭდილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილებები განსაზღვრავს მომავალში მათ ინტერესს ენისადმი.

ამ პერიოდში მასწავლებელმა დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოს სამიზნე ლექსიკა და ეცადოს მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას. საჭიროა ახალი სიტყვების ისე გადაცემა მათთვის, რომ ეს პროცესი არა დამღლელი და სტრესული, არამედ სახალისო, საინტერესო და მოსწავლეებისთვის გასაგები იყოს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალი სიტყვების სწავლის პროცესი იყოს სახალისო?

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს იმისათვის, რომ ეს პროცესი გახადოთ მოსწავლეებისთვის უფრო მარტივი და ამავდროულად დააინტერესოთ ისინი:


  1. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ვიზუალიზაცია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პოსტერი, სურათები თუ Flashcard-ები, მთავარია მოსწავლეები ხედავდნენ იმ საგნებს, რომლებსაც თქვენ ასწავლით. ამ რესურსების გამოყენება უზრუნველყოფს საგნების მარტივად აღქმასა და აგრეთვე მათ დამახსოვრებას. არ არის აუცილებელი ყოველი სიტყვა, რომელსაც ასწავლით, მიაწოდოთ მშობლიურ ენაზე. ძირითადად გამოიყენეთ ვიზუალიზაცია და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ სიტყვის მნიშვნელობა სრულიად გასაგები იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის. Give me Five არის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ისეთ დამატებით რესურსებს, როგორებიცაა: პოსტერი, Flashcard-ები, სიმღერები, რაც უმარტივებს მასწავლეებს ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისებას.


  1. ეცადეთ შეარჩიოთ პრაქტიკული ლექსიკა – ნუ ასწავლით მოსწავლეებს ისეთ სიტყვებს, რომლის კავშირსაც ვერ დაინახავენ გარე სამყაროსთან. ახალი ლექსიკური ერთეულები უნდა იყოს პრაქტიკული, რომელსაც თქვენი მოსწავლეები გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაინახავენ მათ საჭიროებას. ყოველდღიურად ამ სიტყვების გამოყენება მოსწავლეებს არ მისცემს საშუალებას, რომ ნასწავლი ლექსიკა დაავიწყდეთ. სახელმძღვანელო Look გამოირჩევა ავთენტიკური თემებითა და ლექსიკის მრავალფეროვნებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია რეალობასთან. აგრეთვე, ორიენტირებულია ისეთ ლექსიკურ ერთეულებზე, რომლის ცოდნა მნიშვნელოვანია კონკრეტულ საფეხურზე მყოფი მოსწავლისთვის.


  1. ეცადეთ, ლექსიკა ასწავლოთ კონტექსტში – მნიშვნელოვანი და ყველაზე მარტივი გზა, ახალი სიტყვების გაცნობისა, არის მათი სწავლება კონტექსტის მიხედვით. თანამედროვე სახელმძღვანელოები ისეა აგებული, რომ მოსწავლეები ახალ ლექსიკას ეცნობიან გარკვეული ტექსტების საშუალებით და კონტექსტიდანვე შეუძლიათ სიტყვის მნიშვნელობის გამოცნობა. Global Stage საშუალებას აძლევს მასწავლებელს ახალი ლექსიკა ასწავლოს კონტექსტში. სხვადასხვა თემატიკა ისეა შერჩეული რომ ახალი ლექსიკური ერთეულები წარმოდგენილი იყოს საკითხავ ტექსტებსა და მოსასმენ დავალებებში.

  2. ახალი სიტყვების სწავლებისას, გამოიყენეთ Drilling ტექნიკა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს დახვეწონ სიტყვების წარმოთქმა მრავალჯერადი გამეორების შედეგად. გაამეორებინეთ მოსწავლეებს ახალი ლექსიკა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მნიშვნელოვანია თავდაპირველად მასწავლებელმა წარმოთქვას სიტყვა ხოლო შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ. ამგვარად მოსწავლეებს აღარ სჭირდებათ ტრანსკრიპციის დაწერა, არამედ ისინი კლასშივე ვარჯიშობენ სიტყვის გამოთქმაზე და უმარტივდებათ ეს პროცესი.

bottom of page