top of page
Search

როგორ ვასწავლოთ ლექსიკა მოზარდებს?

სამი ეტაპი ლექსიკური ერთეულების ეფექტურად შესწავლისთვის

პირველი ეტაპი: ახალი სიტყვების შემჩნევა და გაგება;

  1. არსებითი სახელების, საგნებისა და ნივთების გაცნობა:

ვიზუალური ელემენტები საუკეთესოდ მუშაობს ლექსიკური ერთეულების დამახსოვრებისას. კონკრეტული არსებითი სახელების თუ მოვლენების განსამარტად გამოიყენეთ ვიზუალური ეფექტები: პრეზენტაციები, ფოტო-ვიდეო მასალა, ბარათები თუ სხვადასხვა სახის ილუსტრაციები. Gateway 2nd edition მოიცავს ყველა საჭირო მასალას, რომელიც თქვენს გაკვეთილს ვიზუალურად მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. Gateway 2nd edition მასწავლებლის წიგნს თან ახლავს გამზადებული პრეზენტაციებისა თუ დამატებითი აქტივობების ნაკრები, რომლებიც გეხმარებათ ახალი ლექსიკური ერთეულების სწორად მიწოდებაში.

  1. ზედსართავი სახელების გაცნობა:

საპირისპირო ზედსართავი სახელები როგორიცაა: „გამხდარი“ და „მსუქანი“, „გრძელი“ და „მოკლე“, ჩვეულებრივ, ილუსტრირებულია სურათებით, თუმცა არსებობს კიდევ ერთი გზა, სადაც რეალია დაგეხმარებათ ახალი ზედსართავი სახელების სწავლებაში. რთული ზედსართავი სახელებისათვის, როგორებიც არის: „განსაცვიფრებელი“, „მშვენიერი“, ან „განუზომელი“ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცნობილი ღირსშესანიშნაობების ფოტოები, როგორიცაა: ლუვრი, ეგვიპტური პირამიდები, ეიფელის კოშკი და სხვა. ამ მხრივ, არაჩვეულებრივ დახმარებას გაგიწევთ სახელმძღვანელო Impact, რომელშიც შესულია National Geographic-ის ფოტოგრაფების მიერ გადაღებული რეალური ფოტოები. Impact, ასევე მოიცავს ავთენტიკურ ვიდეო მასალას, რომელიც ერთნაირად საინტერესო, აღმაფრთოვანებელი და დასამახსოვრებელია მოსწავლისთვის.

მეორე ეტაპი: ახალი სიტყვების ამოცნობა

  1. შესაბამისობა:

ეს გახლავთ გავარჯიშების კიდევ ერთი სახეობა, რომელსაც განუსაზღვრელი შესაძლებლობები გააჩნია. ამ შემთხვევაში მოსწავლეს მოეთხოვება ერთმანეთს შეუსაბამოს სინონიმები, ანტონიმები, ლექსიკური ერთეული და მისი განმარტება თუ სხვ. ამ ტიპის სავარჯიშოებს ნახავთ სახელმძღვანელოში Perspectives, რომელიც თქვენი მოსწავლის ლექსიკურ მარაგს თემატური სიტყვებითა და ყოველდღიურ მეტყველებაში საჭირო ფრაზებით გაამდიდრებს.

  1. გამოტოვებული ადგილების შევსება შესაძლო ვარიანტებით:

დაურიგეთ მოსწავლეებს ამობეჭდილი ტექსტები (რაიმე სიმღერიდან, მოთხრობიდან, წერილიდან) გამოტოვებული ადგილებით, რომლებიც მათ უნდა შეავსონ მოცემული სიტყვების ჩამონათვალიდან. ელექტორული და დამატებითი რესურსები, რომლებიც თან ახლავს Perspectives მსგავსი აქტივობის დაგეგმვას ერთი ორად გაგიმარტივებთ. სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნი გამზადებულ მასალას გაწვდით ყოველი პარაგრაფისთვის, რაც თქვენს გაკვეთილს გამორჩეულს, საინტერესოსა და პროდუქტიულს გახდის.

მესამე ეტაპი: ლექსიკის გამომუშავება/წარმოება

  1. აღწერა:

არსებობს ზღვა შესაძლებლობები, იმისათვის რომ მოსწავლეებმა გამოიყენონ ახალი ლექსიკა. ერთ-ერთი საშუალებაა სიტუაციის აღწერა როგორ ზეპირად, ისე წერილობით. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მოსწავლეებს გარკვეული მითითებები, სიტყვათა კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც აღწერის დროს უნდა გამოიყენონ. ეს სიტყვები თემატურად შეიძლება უკავშირდებოდეს ერთმანეთს. აღნიშნული აქტივობის შესრულება გაგიმარტივდებათ Focus 2nd Edition-ის საშუალებით, რომელიც მოიცავს BBC აუდიო-ვიდეო მასალას. ყოველ ვიდეოს თან ახლავს სპეციალური სავარჯიშოები, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს ახალ ლექსიკურ ერთეულებზე აკეთებს.

  1. გონებრივი რუკები ან გონებრივი იერიში;

აირჩიეთ კონკრეტული თემა და თქვენს მოსწავლეებს სთხოვეთ თემის გარშემო შესაბამისი სიტყვების მოფიქრება. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა ჩამოწერონ, შემდეგ კი მოიფიქრონ ამ სიტყვების გამოყენებით ახალი წინადადებები. აღნიშნული აქტივობის საშუალებით მოსწავლეები გაიხსენებენ ადრე ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს, დაუკავშირებენ კონკრეტულ თემას და შექმნიან ახალ კონტექსტს. Beyond-ში შესულია მრავალფეროვანი თემატიკის ლექსიკა და დამატებითი სავარჯიშოები სპეციალურად ლექსიკის განსავითარებლად, რაც გონებრივი იერიშის აქტივობისთვის იდეალურია.

სახელმძღვანელოების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

bottom of page