top of page
Search

როგორ ვასწავლოთ მოზარდებს გრამატიკა მარტივად


გრამატიკის სწავლა-სწავლება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა გრამატიკის სწავლება სახალისო და საინტერესო პროცესად აქციოს. ახსნის დროს სწორი კონტექსტი და თოთოეული მოსწავლის დონეზე მორგებული სახალისო აქტივობები, მასწავლებელს დაეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან კონკრეტული თემებით, მაგალითად: მუსიკა ან სპორტი, გამოიყენეთ მასალა, რომელიც აღნიშნულ თემატიკაზეა მორგებული. მსგავსი ტექსტები, ერთი მხრივ გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ, ისინი შეძლებენ გრამატიკული სტრუქტურების კონტექსტში აღმას და მათ სწორად გამოყენებას.

ესა თუ ის სახელმძღვანელო მოიცავს კითხვისა და მოსმენის ძალიან კარგ ტექსტებს, რომელშიც წარმოდგენილია გრამატიკა. თუმცა, არის სხვა ალტერნატიული გზებიც, რომელებიც დაგეხმარებათ გრამატიკის სწავლებაში:

  • გრამატიკის სწავლება ვიდეოს დახმარებით


ვიდეოების გამოყენება დაგეხმარებათ გრამატიკა ასწავლოთ კონტექსტში. მოკლე ვიდეოებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Learner English Teens ვიდეოები, ბრიტანეთში მცხოვრები თინეიჯერების შესახებ. თითოეული ვიდეო მოიცავს სხვადასხვა გრამატიკულ თემას, რომელსაც თან ახლავს გრამატიკული საკითხის ახსნა და მრავალფეროვანი დავალებები. სახელმძღვანელო Wider World უნიკალურია ავთენტური BBC ვიდეოების მრავალფეროვნებითა და ციფრული რესურსებით, რომლებიც მოსწავლეებს კონტექსტის მიხედვით ასწავლის გრამატიკულ წესებს. ვიდეობში მოცემული სიტუაციები საშუალებას იძლევა გრამატიკული სტრუქტურა მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იყოს.


  • მოსწავლეთა ჩართულობა გრამატიკის სწავლების პროცესში

გამოიყენეთ ინდუქციური მიდგომა გრამატიკის სწავლებისას, ამგვარად მოსწავლეები თავადვე შექმნიან გრამატიკულ წესებს და საგაკვეთილო პრცესშიც უფრო ჩაერთვებიან. ინდუქციური მეთოდით სწავლება დღითიდღე აქტუალური ხდება, რადგან ორიენტირებულია და მიზნად ისახავს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას პროდუქტის (გრამატიკული წესის) ჩამოყალიბებაში. მაგალითის მიხედვით გრამატიკული სქრუქტურების დამოუკიდებლად შემუშავება, ავითარებს ლოგიკური მსჯელობის უნარს, ასევე საშუალებას იძლევა მოსწავლემ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენოს. გრამატიკის ინდუქციურ მეთოდზე არის მორგებული National Geographic Learning-ის თანამედროვე სახელმძღვანელოები: Perspectives და Impact, რომლებშიც გრამატიკის ნაწილი მთლიანად არის აგებული კონტექსტუალურ სწავლებაზე, რაც თავის მხრივ, ინდუქციურ მეთოდს უკავშირდება.


















  • გრამატიკის სწავლება გახადეთ სახალისო


სწავლების პროცესი საინტერესოსთან ერთად, სახალისოც უნდა იყოს. იმისთვის რომ მოსწავლე გაკვეთილში ჩართული იყოს და აქტიურ მონაწიელობას იღებდეს, საჭიროა თითოეული სავარჯიშო თუ აქტივობა ერგებოდეს მის ინტერესსა და შესაძლებლობებს. გრამატიკული სავარჯიშოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა სახელმძღვანელო Focus 2nd edition, რომელიც მორგებულია სწავლების თანამედროვე სტანდარტებზე და განკუთვნილია როგორც დისტანციური, ისე ფიზიკური სწავლებისთვის. გრამატიკული სავარჯიშოები მოიცავს მოსწავლისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებს, რადგან მასალა კონტექსტის მიხედვით არის ახსნილი. წიგნში შეხვდებით ისეთი ტიპის აქტივობებსაც, რომლებიც შეიცავს ვიზუალურ, სმენით და კინესთეტიკურ ელემენტებს, რაც გულისხმობს რომ გაკვეთილი შეგიძლიათ მოარგოთ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.


  • გრამატიკის სწავლება სიმღერის დახმარებით

გრამატიკის კონტექსტში სწავლება დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მარტივად შეასწავლოთ თინეიჯერებს გრამატიკა. არსებობს საიტები, რომლებიც მოგაწოდებენ იდეას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სიმღერა გრამატიკის ახსნის პროცესში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ elt+songs+grammar. მაგალითად, პირობით დამოკიდებული წინადადებების ახსნისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიონსეს სიმღერა „If I were a boy”. აგრეთვე, შეგიძლიათ მოსწავლეებს დაავალოთ თავად იპოვონ სიმღერა კონკრეტული გრამატიკული თემებისთვის. სიმღერის მოსმენა დაეხმარება თქვენს მოსწავლეებს გრამატიკული წესების მარტივად დამახსოვრებაში.



bottom of page