top of page
Search

რჩევები კითხვის უნარის გაუმჯობესებისთვის

კითხვა არის უნარი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. იგი მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისთვის. უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთ კომპონენტს კითხვის უნარის გამომუშავება წარმოადგენს. კითხვის სტრატეგიების სწავლება მნიშვნელოვანია ყველა ასაკისა და დონის მოსწავლისთვის.

იმისთვის რომ კითხვის პროცესი შედეგიანი და სასიამოვნო იყოს, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას:


  1. სანამ კითხვაზე გადახვალთ, ასწავლეთ ლექსიკა

ლექსიკის წინასწარი სწავლება ხელს უწყობს ახალი ტექსტის მარტივად გაგებას, მოსწავლეები ეცნობიან ახალი სიტყვების მნიშვნელობებს სანამ უშუალოდ ტექსტზე გადავლენ. ამგვარად, ისინი მომზადებულები არიან კითხვისათვის და მარტივად იაზრებენ უცხო ტექსტს. ახალი ლექსიკური ერთეულების გასაცნობად გამოიყენეთ flashcard-ები ან ფოტოსურათები, ამ გზით მოსწავლეებს უფრო გაუმარტივებთ ლექსიკის შესწავლის პროცესს. მრავალფეროვანი და რეალისტური ფოტოებით არის გაფორმებული National Geographic Learning-ის სახელმძღვანელო Look, რომელიც საშუალებას იძლევა კითხვის პროცესი შემეცნებითი, სახალისო და გამორჩეული იყოს.


  1. სწორად შეარჩიეთ საკითხავი ტექსტები

ფრთხილად შეარჩიეთ საკითხავი ტექსტები. ეცადეთ, ზუსტად მოარგოთ საკითხავი მასალა ბავშვის ასაკსა და დონეს: ზედმეტად მარტივი ან რთული ტექსტები მოსწავლეს კითხვის ინტერესს დაუკარგავს. Perspective-ში შესული ტექსტები იდეალურად არის მორგებული ყველა დონის, ასაკისა თუ ინტერესის მოსწავლეზე. Perspectives-ში მოცემული ტექსტები ეფუძნება რეალურ ისტორიებს, რაც თავის მხრივ, საინტერესო წასაკითხია. ამ დროს მოსწავლეს უვითარდება არა მხოლოდ კითხვის უნარი, არამედ ზოგადი ცოდნაც, რაც სამომავლოდ წარმატების საწინდარია.

  1. გამოიყენეთ pre-reading, while reading და post-reading აქტივობები:

მნიშვნელოვანია, კითხვის უნარზე მორგებული გაკვეთილი დაყოთ ეტაპებად და თითოეული ეტაპისთვის სწორად შეარჩიოთ აქტივობა. პირველ ეტაპს pre-reading ვუწოდებთ. სანამ მოსწავლეები უშუალოდ კითხვაზე გადავლენ, დაუსვით კითხვები ტექსტის სათაურიდან და თემატიკიდან გამომდინარე. მიეცით საშუალება იმსჯელონ იმის შესახებ თუ რას შეეხება ტექსტი.

მომდევნო ეტაპი არის while-reading, უშუალოდ კითხვის პროცესში მოსწავლეებს დაუსვით კითხვები ტექტის კონკრეტული ნაწილის შესახებ, ეს მათ ტექსტის ყურადებით კითხვაში დაეხმარებათ. ამავე ეტაპზე, შესაძლებელია მოსწავლეებმა თვითონვე მოიფიქრონ მოცემული ტექსტის ალტერნატიული დასასრული, რაც გარდა კითხვის უნარის განვითარებისა, მათ შემოქმედებით უნარსაც განავითარებს.

კითხვის ბოლო ეტაპს ჩვენ ვუწოდებთ: post-reading. ამ ეტაპზე მოსწავლეები ასრულებენ ტექსტის ბოლოს არსებულ შემაჯამებელ დავალებებს, რაც მათ ტექსტის უკეთ გააზრებაში ეხმარებათ. კითხვის ამავე ეტაპზე, მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეთ წაკითხულის მთავარ იდეაზე, მათთვის საინტერესო პასაჟებსა თუ სხვა დეტალებზე.


გაითვალისწინეთ მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებები და შეარჩიეთ ისეთი საკითხავი მასალა, რომელიც საინტერესო იქნება კონკრეტული საფეხურისთვის. საკითხავი ტექსტების აქტუალობა განსაზღვრავს მოსწავლის პროდუქტიულობასა და გაკვეთილში ჩართულობას.

  1. გამოიყენეთ როლური თამაშები

როლური თამაშები მოსწავლეს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი წარმოიდგინოს ამა თუ იმ პერსონაჟის ადგილას, მიიღოს გადაწყვეტილება და იმოქმედოს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. მოსწავლეებს უყვართ მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახალისო აქტივობაში, შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია როლური თამაშები გამოიყენოს კითხვაზე მორგებული გაკვეთილის დროს. მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ მოთხრობის გმირებად, მონაწილეებად და შესაბამისად, იზრდება მათი ინტერესი საკითხავი მასალის მიმართ.

bottom of page