Search

“Assessment Summer Sessions”

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია Pearson Education გთავაზობთ უფასო სასერტიფიკატო ვებინარების სერიას სახელწოდებით „Assessment Summer Sessions”. ვებინარები გაიმართება ყოველ სამშაბათს, 30 ივნისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით.

სესიებზე განხილული იქნება ინგლისური ენის სწავლებასა და შეფასებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საინტერესო თემა, მათ შორის:

  1. შეფასების როლი ინგლისური ენის სწავლების პროცესში, მისი განვითარების ეტაპები და გამოყენების გზები;

  2. დისტანციური სწავლებისა და შეფასების უპირატესობები, და მათი ჩვენ სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობები;

  3. სასარგებლო დამატებითი რესურსები ინგლისური ენის სწავლებისათვის, რომლებიც მასწავლებლებს გაუმარტივებს სწავლების პროცესს, ხოლო მოსწავლეებს დაეხმარება უფრო ეფექტიანად სწავლაში;

  4. ასევე, როგორ მოვამზადოთ ჩვენი მოსწავლეები PTE General ტესტისათვის უფრო ეფექტიანად.

სესიებს გაუძღვებიან ELT სფეროს, განათლებისა და შეფასების ექსპერტები.

ვებინარების თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს.

სესიებზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს: https://www.english.com/blog/assessment-summer-sessions-webinar-series/

0 views0 comments

Recent Posts

See All