Search

#ტელესკოლა 15 სექტემბრიდან ბრუნდება



15 სექტემბრიდან, English Book Education და Macmillan Education, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად აგრძელებს ინგლისური ენის სწავლებას საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში.   

გაკვეთილები დაფუძნებულია Macmillan Education-ის სახელძღვანელოებზე, რომელიც დამუშავდა და ადაპტირდა „ტელესკოლის“ პროექტისთვის.

გაკვეთილების დაგეგმვაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ინგლისურენოვანი მასწავლებლები. მათ შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად მიჰყვეთ ბმულს:

https://www.englishbookeducation.co.uk/tv-school-teachers-bio

მიმდინარე სასწავლო წელს გარდა წიგნის კლუბის გაკვეთილებისა, „ტელესკოლას“ ემატება სხვადასხვა ასაკზე, ინტერესებზე და ცოდნაზე მორგებული გაკვეთილები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა გაკვეთილი დაიგეგმა English Book Education-ისა და Macmillan Education-ის ერთობლივი მუშაობის საფუძველზე. 


დაწყებითი კლასები  



ინგლისური ენის კურსი დაწყებითი საფეხურისთვის მოიცავს I-III კლასისთვის გათვალისწინებულ პროგრამას. კურსს გაუძღვება ქართველი და ინგლისურენოვანი მასწავლებელი. გაკვეთილებზე გამოყენებულია ასაკისთვის შესაბამისი თვალსაჩინო მასალა, სიმღერები და სხვადასხვა სახალისო აქტივობა. სწავლის დროს მსმენელები გაეცნობიან ანბანს, ფერებს, ციფრებს, წელიწადის დროებს და სხვა.


ზოგადი ინგლისური



ზოგადი ინგლისურის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს გარკვეული ცოდნა ინგლისურ ენაში და უნდა მისი გაღრმავება. კურსი მოიცავს ორ დონეს: A1+ და A2 საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR) მიხედვით. თითოეულ გაკვეთილს გაუძღვება როგორც ქართველი, ასევე ინგლისურენოვანი მასწავლებელი. კურსი შესაძლებლობას აძლევს მსმენელს განივითაროს მოსმენის, კითხვი და წერის უნარები. ამავედროს, მას საშუალება აქვს სახლში დამოუკიდებლად მუშაობისას იხელმძღვანელოს მასწავლებლების მიერ ნაჩვენები ნიმუშით და განივითაროს საუბრის უნარი.  


English for Specific Purposes (ESP)



კურსი ‘ინგლისური პროფესიული მიზნებისთვის’ მოიცავს საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამის 2 დონეს: A2 და B1. ამ შემთხვევაში თითოეულ დონეს გაუძღვება სხვადასხვა ქართველი და ინგლისურენოვანი მასწავლებელი.

კურსი დაიწყება A2 დონით და 16 გაკვეთილის შემდეგ გაგრძელდება B1 დონით. ამ შემთხვევაში მსმენელებს საშუალება აქვთ გაეცნონ თემებს სხვადასხვა სფეროდან, როგორიცაა ბიზნესი, მედია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, არქიტექტურა, მედიცინა, ინჟინერია, ტექნოლოგია, სოციოლოგია, ეკოლოგია და კულინარია.

თითოეულ გაკვეთილზე მსმენელები:

  • შეისწავლიან სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ ლექსიკას;

  • წაიკითხავენ ტექსტს და შეასრულებენ შესაბამის დავალებებს;

  • წაკითხული ტექსტის კონტექსტში შეისწავლიან გრამატიკას;

  • განივითარებენ მოსმენის უნარს;

  • შეასრულებენ დავალებებს მოცემული მაგალითების მიხედვით.


Book Club



წიგნის კლუბის პროექტი წარმოადგენს ლიტერატურის გაკვეთილებს ინგლისურ ენაზე, რომლის მიზანია ბრიტანული და ამერიკული ლიტერატურის განხილვასთან ერთად ენობრივი კომპეტენციების განვითარება და ინგლისურ ენაზე აზროვნების ხელშეწყობა. კურსს უძღვება როგორც ქართველი, ასევე ინგლისურენოვანი მასწავლებელი.

თითოეულ გაკვეთილზე ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ განიხილება:

  • ავტორის ბიოგრაფია;

  • ნაწარმოების შექმნის ისტორია და მისი ღირებულება;

  • ნაწარმოების შინაარსი და სიუჟეტი;

  • პერსონაჟები და მათი თვისებები;

  • ნაწარმოებში განხილული საკვანძო თემები.

გაკვეთილზე მსმენელები ასევე იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და ასრულებენ დავალებას. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებში მონაწილეობს აუდიტორიაც, რომელიც აქტიურად ერთვება დისკუსიაში და სვამს კითხვებს განხილული ლიტერატურის ირგვლივ.



English Book Education-ის, Macmillan Education-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია მიმდინარე აკადემიური წელი იყოს გამორჩეული, ინოვაციური და მრავალფეროვანი.

გვჯერა, რომ ინგლისური ენის სწავლის პროცესი ყველასთვის საინტერესო და სასურველი იქნება.

გისურვებთ წარმატებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს!

3 views

Community

Quick Links

Contact Us

92 Vepkhistkaosani Street,

3 m/r Didi Dighomi, Tbilisi, Georgia

032 2 00 12 42

Copyright © 2023 All Rights Reserved by English Book Education.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram